ჩვენი მისამართი 70 Irakli Abashidze Street
მოგვწერეთ info@grgroup.ge
Construction Blog

ფოთის საწარმოო ბაზა

2016 წლის ნოემბრიდან კომპანია ჯიარჯიმ კიდევ ერთი ასფალტ-ბეტონის მწარმოებელი ქარხანა შეიძინა, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთში. ქარხნის წარმადობა საათში 100-120 ტონა ასფალტია. აღნიშნული ქარხნით ვგეგმავთ ფოთის (ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც) საგზაო-სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ასფალტ-ბეტონის მიწოდებას. ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია სასწორები და ადმინისტრაციული ნაწილი კემპი. კომპანიის მიზანია, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, ნორიოსა და ყაზბეგის ბაზების საშუალებით, უკვე წარმატებით დანერგილი, საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე და ოპერატიული შესაძლებლობებით, სამშენებლო პროცესების გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიტანოთ.