ჩვენი მისამართი 70 Irakli Abashidze Street
მოგვწერეთ info@grgroup.ge
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

ჩვენს შესახებ

კომპანია „ჯიარჯი“ – საიმედო პარტნიორი ინფრასტრუქტურულ სფეროში
2013 წელს დაფუძნებული კომპანია „ჯიარჯი“ წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მათთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზებულ, დინამიურად მზარდ კომპანიას. წლების განმავლობაში, სტაბილური განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, კომპანიამ დაიმკვიდრა მყარი ადგილი სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ ბაზარზე. დღეს „ჯიარჯი“ წარმატებით ახორციელებს პროექტებს აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოს მასშტაბით, რაც ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ფართო გეოგრაფიასა და ოპერაციულ მოქნილობას. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საგზაო ტექნიკა და სრულად დანერგილი ხარისხის კონტროლის სისტემები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი სირთულის პროექტი შევასრულოთ მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. „ჯიარჯი“ – თქვენი საიმედო არჩევანი ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.

GR Group

სანდო საფუძველი მომავლის ინფრასტრუქტურისთვის.

GR Group

კომპანია GR Group-ის მისიაა მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის და მომსახურების შეთავაზება.

about
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

მისია

კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წელს დაფუძნდა იმ მიზნით, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მაღალი ხარისხის ასფალტ-ბეტონის მიწოდებით წვლილი შეეტანა ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩვენი პირველი პროექტი განხორციელდა დაბა კობში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, რეგიონში, სადაც არსებული საწარმოო ინფრასტრუქტურა ამორტიზირებული იყო და გზების მშენებლობის საბოლოო ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა ეროვნულ სტანდარტებს. ამ გამოცდილებამ მოგვცა სტიმული, შეგვექმნა სანდო, თანამედროვე და სრულად აღჭურვილი საწარმოო ბაზა. შევისყიდეთ უახლესი ტექნიკა და დანადგარები, რათა აქტიურად ჩაგვერთო სახელმწიფო და კომერციულ ტენდერებში და გვეწარმოებინა და დაგვეგო უმაღლესი ხარისხის ასფალტი. დღეს კომპანია „ჯიარჯი“ მზადაა საკუთარი სიტყვაზე პასუხისგებლად და პარტნიორებს სთავაზობს პროდუქტსა და სერვისს, რომელიც სრულად შეესაბამება ქვეყნის სტანდარტებს.

ჩვენი პროექტი

ჩვენი სამშენებლო კომპანიის პროექტი

გსურთ მიიღოთ შეფასება?

მიიღეთ თქვენი სამშენებლო ობიექტების შეფასება. დაგვიკავშირდით.

Mon-Fri 10:00-18:00 +995 32 243 30 33
ტექნიკა

ჩვენი ტექნიკა

საწარმო

საწარმოო ბაზები

ჩვენი პარტნიორები